აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, განათლების სისტემის განვითარებასა და სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პედაგოგიურ მოღვაწეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის და აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული ნაშრომებისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
ვულოცავთ ქალბატონ ნაზირა კაკულიას მნიშვნელოვან აღიარებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.